ახალი ადვოკატები ბადრი ესებუას საქმეში - ცვლის თუ არა დაკავებული სტრატეგიას
ახალი ადვოკატები ბადრი ესებუას საქმეში - "პირველების" ინფორმაციით, ბანკის ძარცვისა და ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას ინტერესებს ცნობილი იურისტი, ალექსანდრე კობაიძეც დაიცავს.
ესებუას პროცესი 15:00 საათზეა ცანიშნული. დიდი ალბათობით, ბრალდებულს ბათუმის ციხიდან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაოყვანენ, თუმცა დაარღვევს თუ არა 34 წლის კაცი დუმილს უცნობია.
პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით განახლდება. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს.