პარლამენტი რუსული კანონის განხილვას იწყებს
საქართველოს პარლამენტი რუსული კანონის განხილვას იწყებს. "ხალხის ძალის" კანონპროექტი ბიუროზე დღეს ზუსტად 15:00 საათზე დარეგისტრირდება.
სტრაგეგიული პარტნიორების გაფრთხილებების და შეშფოთებების მიუხედავად, საპარლამენტო რეპრესიული კანონი დღეს ოფიციალურად ინიციარდება. მათ, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო ჯგუფი ხუთწლიანი პატიმრობით დაემუქრა.
"ხალხის ძალა" ირწმუნება, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი აშშ-ს და რუსულ კანონთან მიმართებას უფრო შერბილებულია. მათი განმარტებით, ქართულ კანონში ტერმინი "უცხოელი აგენტი" ნახსენები არ იქნება.
ამერიკული და რუსული კანონებისგან განსხვავებით ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის, ადამიანის უფლებების კუთხით. მაგალითად, როგორც ამერიკული, ისე რუსული კანონი იყენებს ისეთ უხეშ ტერმინს შესაბამისის სუბიექტების განსასასაზღვრად, როგორიცაა „უცხოელი აგენტი“ . აღნიშნული ტერმინი ნამდვილად შეიცავს სტიგმატიზაციის საფრთხეს, სწორედ ამიტომ ჩვენი კანონპროექტი ადგენს არა უხეშ, არამედ სათანადო ტერმინს და შესაბამის სუბიექტებს არა უცხოელ აგენტებად, არამედ უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. მივიჩნევთ, რომ ამერიკული კანონის შესაბამისი ნორმები იყო ძალზე უხეში და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არათავსებადი, შესაბამისად, ჩვენი კაონპროექტი მკაცრად გამორიცხავს ფიზიკური პირის ანუ ადამიანის იდენტიფიცირებას უცხოური გავლენის აგენტად, თუნდაც ის იმ ორგანიზაციის თანამშრომელი იყოს, რომელიც თავის მხრივ, უცხოური გავლენის აგენტად არის რეგიტრირებული. შემაშფოთებელია, რომ ამასთან დაკავშირებით სიცრუე რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიერ იქნა გაჟღერებული. რაც შეეხება რუსულ კანონს და მასთან ჩვენი კანონპროექტის შედარებას, მინდა განვაცხადო, რომ ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილსმოსურნეები სრულიად შეგნებულად ეწევიან, - განაცხადეს ივანიშვილის დაჯგუფების წევრებმა.