ირაკლი ღარიბაშვილი კრემლის სპიკერი გახდა - ირაკლი ფავლენიშვილი

20.02.23 11:40
ირაკლი ღარიბაშვილი კრემლის სპიკერი გახდა - ირაკლი ფავლენიშვილი

ღარიბაშვილი მიუხენის პრესკონფერენციაზე კრემლის მესიჯების გამხმოვანებლად მოგვევლინა - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა 'ტვ პირველთან" განაცხადა. 

პოლიტიკოსი დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაინახავს თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში.

ირაკლი ღარიბაშვილი გახდა კრემლის სპიკერი, პრესკონფერენციაზეც მოგვევლინა როგორც კრემლის მესიჯების გამხმოვანებელი და სწორედ მასთან უნდა გაიგონონ ნამდვილი ქართველი პატრიოტების ხმა და არა იმ რუსული ინსტრუქციების ხმა, რომელიც მას ჩაესმის ყურში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქციები არის მზარდი და არა კლებადი ტენდენციის მქონე. არის უფრო და უფრო მასშტაბური და უფრო მეტ ადამიანს იხილავს მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, - ირაკლი ფავლენიშვილი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები