ნიკა მელია, ძალიან მალე თავისუფალი იქნება - გიორგი ბოტკოველი

07.05.21 16:41
ნიკა მელია, ძალიან მალე თავისუფალი იქნება - გიორგი ბოტკოველი

ნიკა, ძალიან მალე თავისუფალი იქნება - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დატყვევებულ ლიდერთან საერთო პოლიტიკური საკითხები გაიარეს.

მისი თქმით, მელია ევროკავშირის გირაოზე თანახმა. 

მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება და მელია თავისუფალი იქნება, ეს შეიძლება იყოს 3, 5 დღე, ერთი კვირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება. ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, მისი პოზიცია უცვლელია",- განაცხადა ბოტკოველმა.

რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატურას, ბოტკოველის განცხადებით, მელიას  ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რას და როგორ აპირებს.

მსგავსი სიახლეები