თუ მელია ,,ენმ"-ს კანდიდატი არ იქნება და მესამე ცენტრის იდეას შეუერთდება, ყველაფერს განვიხილავ - გიორგი ვაშაძე
ტვ პირველზე, გადაცემა დღის ამბებში ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს კითხვა დაუსვა: ,, თქვენ მელიას მხარს დაუჭერთ და მის შტაბის უფროსი იქნებით, თუ ის არ იქნება ,,ნაციონალურ მოძრაობაში", თუ ზეპარტიული კანდიდატი იქნება?"
გიორგი ვაშაძემ უპასუხა : ,,მე ვამბობ, თუ მესამე ცენტრიის იდეას, რაც ჩვენ გვინდა, მელია მხარს დაუჭერს, მზად ვარ, ყველაფერი განვიხილო. ღიად ვამბობ, მესამე იმიტომ უნდა იყოს, რომ პირველი და მეორე წაგების ფორმულაა. ჩვეულებრივ მუშად დავდგები, ოღონდ ეს გავაკეთო"
გიორგი ვაშაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის შემდეგ მას ებრძვის და მისი ამოცანაა არა ოპოზიციური პარტიის, არამედ ივანიშვილის დამარცხება, რისთვისაც მძლავრი გაერთიანების შექმნაა საჭირო, მესამე გაერთიანების."