ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ,,ნაციონალური მოძრაობის" გამო ვერ გავშორდები - ვაშაძე

07.05.21 17:02
ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ,,ნაციონალური მოძრაობის" გამო ვერ გავშორდები - ვაშაძე

ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" სულ ჩხარტიშვილს მაძახებს  - ამის შესახებ "დღის ამბებში" სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა. 

ყველაზე ამორალური მათი მხრიდან არის ის, რომ როგორც კი ჩემი პოზიცია არ მოეწონებათ, მყისიერად გამოდიან და ჩხარტიშვილს იძახიან. ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობა“ სულ ამას მაძახებს. გაიგოს ამ ხალხმა, რომ ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ. სამი შვილი მყავს, ტრადიციებს პატივს ვცემ, ოჯახს პატივს ვცემ და არ ვაპირებ ამათ გამო ოჯახის დანგრევას. მათთვის ერთ დღეს ჩხარტიშვილის სიძე ვარ და მეორე დღეს ჩემთან ერთად არიან“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი ვაშაძის ცოლის ბიძაა.