შეუძლებელია, ჭკუადამჯდარმა ადამიანმა ერთობიდან ,,ნაციონალების" გამორიცხვაზე ილაპარაკოს - ნუგზარ წიკლაური
ოპოზიციაში დიდი განხეთქილების ფონზე ჯერ ისევ უცნობია, ეყოლებათ თუ არა მერობის საერთო კანდიდატი, თუ პარტიები თვითმმართველობის არჩევნებზე ცალ-ცალკე იბრძოლებენ? ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ნუგზარ წიკლაური, ეხმიანება ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივას და აცხადებს, რომ ,,ნაცმოძრაობის" გამორიცხვა ოპოზიციური ერთობიდან არამართებულია და საერთო საქმეს აზიანებს.
ნებისმიერი საუბარი, რომ შეიმუშავეს რაღაც ფორმულა და ოპოზიციის ერთიანობაში არ იქნება ,,ნაციონალური მოძრაობა", აზიანებს ოპოზიციის ერთობას. შეუძლებელია, ჭკუადამჯდარმა ადამიანმა ილაპარაკოს იმაზე, რომ გამორიცხავს ოპოზიციიდან ყველაზე დიდი პარტიას და მაინც ჰქონდეს რამე წარმატების მიღწევის შესაძლებლობა - განაცხადა ტვ პირველთან ნუგზარ წიკლაურმა.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, დღეს განაცხადა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" საერთო ოპოზიციური ერთიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი გახდა.