"ოცნების" დესანტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - მმართველი ელიტა პრეზიდენტის გადარწმუნებას ცდილობს
„ქართული ოცნების“ დესანტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - ივანიშვილის გუნდის ლიდერები ორბელიანის სასახლეში ერთი-მეორეს მიყოლებით მიდიან. ამ დროისათვის პრეზიდენტს პრემიერი-მინისტრი ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლიდან რამდენიმე წუთში ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრიც მოვიდა.
სავარაუდოა, რომ განხილვის საგანი ამნისტიის კანონპროექტზე ვეტოს დადებაა. „ოცნების“ ლიდერები ცდილობენ გადაარწმუნონ სალომე ზურაბიშვილი არ დაადოს ვეტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს.
დღეს პრეზიდენტთან ასევე, იმყოფებდონენ უმრავლესობის წევრები, მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუკი პრეზიდენტი ვეტოს მაინც გამოიყენებს, ისინი მის დასაძლევად მსჯელობას დაიწყებენ.
მე მგონია, რომ მე და მიხეილ სარჯველაძემ დავარწმუნეთ პრეზიდენტი იმასტანდ აკავშირებით, რომ როგორც საერთაშორიასო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციურობის პრობლემა არ აქვს საერთოდ კანონს. ნებისმიერ შემტხვევაში ჩვენ ვიმსჯელებთ პრეზიდენტის ორივე გადაწყვეტილებაზე. თუ ვეტო იქნება, ვიმსჯლებეთ ის დასაძლევია თუ არა, რა არგუმენტები მოჰყვება ამას, თუ არ იქნება ვეტო, ეს იქნება მისასალმებელი, - ამბობს მდინარაძე.
სალომე ზურაბიშვილის და ირაკლი ღარტიბაშვილის შეხვედრა ამ წუტებშიც მიმდნიარეობს. ჯერჯერობით უცნობია, გააკეთებს თუ არა პრემიერი რაიმე სახის განცხადებას.