ნიკა მელიამ თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო - მამუკა მდინარაძე

07.05.21 17:29
ნიკა მელიამ თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო - მამუკა მდინარაძე

სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა. მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიამ გირაოს მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არაერთხელ შეცვალა, რამაც ის სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო. „ქართული ოცნების“ ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ქმედებას „ბაქი-ბუქს“ უწოდებს და ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის ნებას დაჰყვა, რაც არასწორი იყო. 

ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ თავის დროზე, არ ვიცი რა დავარქვა, თუ არა ბაქი-ბუქი მისი მხრიდან, რომ არ დათანხმდებოდა გირაოს და ა.შ. და უამრავჯერ შეცვალა ეს პოზიცია. მან ახლა შეცვალა მორიგ ჯერზე პოზიცია, რომ მიიღებს გირაოს, ეს ძალიან კარგია, უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, იმიტომ, რომ მის ნებას დაჰყვა. ,,ნაცმოძრაობის" რეალური თავმჯდომარის სურვილებსა და გეგმებში ჩაჯდა და ახლა უკვე ცდილობს, რამენაირად თავი დაიძვრინოს იმ არასწორი პოზიციებიდან, რაც თავის დროზე დააფიქსირა. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია, როგორც ჩანს, სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება, - ამბობს მდინარაძე. 
 

მსგავსი სიახლეები