შტაბი რუსთავის ციხესთან - ბაჩუკი ქარდავა ნიკა მელიას შეხვდა
შტაბი რუსთავის ციხესთან - ეს იდეა ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მელიასთან საპატიმროში შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.
რაც შეეხება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის გზავნილს, ქარდავა აღნიშნავს, რომ ნიკა მელია არა პირად პოლიტიკურ ამბიციებზე, არამედ ოპოზიციის გაერთიანებაზე ფიქრობს.
ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, მელიას ციხეში ყოფნით ოპოზიციის ლიდერის იზოლაცია მომხდარიყო. ოლიგარქის მიზანია, ნიკა მელია პოლიტიკიდან გარიყოს, მაგრამ ნიკამ გადაწყვეტილება მიიღო და აქტიურად არის პროცესებში ჩართული, მას აქვს თავისი კონკრეტული გეგმა უახლოესი პოლიტიკური ამოცანების დასაძლევად, ის წარსულზე არ ფიქრობს, მომავალზე ფიქრობს"- განაცხადა ქარდავამ.
,,ედპ"-ს ლიდერი აღნიშნავს, რომ მელია ოპოზიციის ერთიანობის შესანარჩუნებლად ბრძოლას აპირებს:
თუ ივანიშვილი მალე არ გაათავისუფლებს ნიკა მელიას, მას შევხვდებით არა მის კაბინეტში, შევხვდებით ციხეში. ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლებისთვის რეფერენდუმად უნდა იქცეს და ასეც იქნება. ნიკა მელიამ ყურადღება გაამახვილა და ის ამისთვის მუშაობას აპირებს ოპოზიციის ერთიანობის შესანარჩუნებლად", - განაცხადა ქარდავამ.