თუ ვეტო იქნება, ვიმსჯელებთ, ის დასაძლევია თუ არა - მდინარაძე

07.05.21 18:08
თუ ვეტო იქნება, ვიმსჯელებთ, ის დასაძლევია თუ არა - მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ამბობს, რომ თუკი პრეზიდენტი ვეტოს მაინც გამოიყენებს, ისინი მის დასაძლევად მსჯელობას დაიწყებენ. 

 ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიმსჯელებთ პრეზიდენტის ორივე გადაწყვეტილებაზე. თუ ვეტო იქნება, ვიმსჯლებთ, ის დასაძლევია თუ არა, რა არგუმენტები მოჰყვება ამას, თუ არ იქნება ვეტო, ეს იქნება მისასალმებელი, - ამბობს მდინარაძე. 

ივანიშვილის გუნდის ლიდერები ორბელიანის სასახლეში ერთი-მეორეს მიყოლებით მიდიან. ამ დროისათვის პრეზიდენტს პრემიერი-მინისტრი ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლიდან რამდენიმე წუთში ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრიც მოვიდა.

მსგავსი სიახლეები