მარგველაშვილმაც ვეტოებით დაიწყო და ვნახეთ, სადამდეც მივიდა - ლევან იოსელიანი

07.05.21 14:11
მარგველაშვილმაც ვეტოებით დაიწყო და ვნახეთ, სადამდეც მივიდა - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი  პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს ეხმაურება. 

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისთანავე გამოჩნდა, რომ მას „ქართული ოცნების“ პოლიტიკისგან განხვავებული მიდგომები აქვს.

იოსელიანი აცხადებს, რომ "პრეზიდენტი დაადგება გზას, როცა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის იმიჯს მოირგებს".

ვეტოზე საუბრისას იოსელიანმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გაავლო პარალელი: 

“გიორგი მარგველაშვილმაც ვეტოებით დაიწყო და ვნახეთ, სადამდეც მივიდა“ - თქვა მან.