პროკურატურა: მელიას გირაოს თანხა არ ჩარიცხულა

07.05.21 18:54
პროკურატურა: მელიას გირაოს თანხა არ ჩარიცხულა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, გირაო ჩაირიცხა. 

"პირველებმა" ინფორმაცია მელიას ადვოკატთან გადაამოწმა, თუმცა გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.

,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა, დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიკა მელია თანახმაა, ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს. 

 

მსგავსი სიახლეები