პრეზიდენტის უარი ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს -ზურაბიშვილმა "ოცნების" მიღებულ კანონს ვეტო არ დაადო

07.05.21 20:32
პრეზიდენტის უარი ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს  -ზურაბიშვილმა "ოცნების" მიღებულ კანონს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ვეტო არ დაადო. 

განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიცის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდნეტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა

ვეტოს დადებამდე სალომე ზურაბიშვილი დღეს მთრლი დღის განმავლობაში პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრებს მართავდა. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ასევე პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე.

მანამდე კი ქვეყნის პირველი პირი ოპოზიციურ სპექტრს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები