საცოდავი და უინტერესო კაცია - კობახიძე გახარიაზე
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარია ერთი საცოდავი კარგია, რომელიც აბსოლუტურად უინტერესოა.
"ოცნების" თავმჯდომარის თქმით, დაიწყება თუ არა ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ გამოძიება, ეს სამართალდამცველი სტრუქტურების ფუნქციაა.
არ არის საინტერესო ეს კაცი, უბრალოდ მართლა საცოდავი კაცია და კომენტარის ღირსიც არ არის. პოლიტიკურად აბსოლუტურად უინტერესოა ეს კაცი და საქმის აღძვრა ეს არის სამართალდამცველი სტრუქტურების ფუნქცია. არანაირი კომენტარის გაკეთბა მე არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიტიკურად ეს კაცი აბსოლუტურად უინტერესოა, 1 პროცენტიც აღარ აქვს რეიტინგი. მაშინ არჩევნებში მონაწილეობდა და გახარია გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში, ანუ გახარია იყო მოაზრებული, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ ,,ქართულ ოცნებას" ვერ გადაელახა ე.წ ბარიერი, 43 %-იანი ბარიერი. მაშინ, რა თქმა უნდა, აქტუალური იყო ის და მაშინ კოკაინს მოიხმარდა და ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოვიყენეთ ჩვენ, მათ შორის იმისთვის, რომ მისი რეალური სახე გვეჩვენებინა. მაშინ იყო ფაქტორი და დღეს საერთოდ აღარაა ფაქტორი და ამ კაცზე ლაპარაკი არ ღირს, - ირაკლი კობახიძე.
გახარიას განეიტრალების გადაწყვეტილება ოცნების დღის წესრიგში, სავარუდოდ, მას შემდეგ დადგა, რაც ექს-პრემიერი ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა და ის რუსეთთან გარიგებაში დაადანაშაულა.