"ოცნების" ლიდერები გახარიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავენ

22.02.23 13:32
"ოცნების" ლიდერები გახარიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავენ

შინაგან საქმეთა მინიტრის შემდეგ, გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არც "ქართული ოცნების" ლიდერები გამორიცხავენ.

გია ვოლსკი ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურმა სწორი ახსნა-განმარტება გააკეთა და თუ დანაშაულის ნიშნები იარსებებს, ექს-პრემიერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება.

მინისტრმა თქვა, რომ არ გამორიცხავს იმას, რომ თუ დანაშაულის ნიშნები იარსებებს, დაიწყოს გამოძიება, ეხება ეს გახარიას თუ ვინმე სხვას მნიშვნელობა არ აქვს. როგორიც იყო შეკითხვის შინაარსი ადეკვატური პასუხი გასცა მინისტრმა. პოლიტიკური ანგარიშსწორება არავის თვითმიზანი არ არის, არ უნდა იყოს, მსგავსი რამ არ მოხდება, მაგრამ იმის გამო, რომ გახარიამ რაღაც თქვა და ამის გამო დაიწყოს გამოძიება გარკვეულ საქმეებზე, ეს არის სწორედ პოლიტიკური სპეკულაციის საგანი,- გიორგი ვოლსკი.

გახარიას განეიტრალების გადაწყვეტილება "ოცნების" დღის წესრიგში, სავარუდოდ, მას შემდეგ დადგა, რაც ექს-პრემიერი ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა და ის რუსეთთან გარიგებაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები