ბაიდენმა საქართველო არ ახსენა - "ოცნება" მედიას ადანაშაულებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ საქართველო საერთაშორისო ფორმატებში აქტიურად ჩართულია და საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა აშშ-ს დღის წესრიგიდან გაქრა, გადამეტებულია.
მმართელი გუდის წევრი ამტკიცებს, რომ მსგავს არასწორ ინფორმაციებს კონკრეტული პოლიტიკური ძალის მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ხვალ რომ გამოჩნდეს საქართველო ბაიდენის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის გზავნილებში, მერე რას იტყვით, ეგ მაინტერესებს. საქართველო ძალიან მყარად დგას საერთაშორისო ინსტიტუტების და ფორმატების საკმაოდ აქტიურ მხარეს და რასაკვირველია, მცდელობა იმის, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალის მედიასაშუალებები ამის წინააღმდეგ გამოვლენ და დაიწყებენ რაღაცა უსუსური შეკითხვების ძებნას, ესეც მოსალოდნელია და ამაზეც არ უნდა გავბრაზდეთ, - თქვა ვოლსკიმ.
იმ ფონზე, როდესაც კიევიდან დაბრუნებული ბაიდენი თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის პოლონეთს და მოლდოვას აქებს, საქართველოს შესახებ კი არაფერს ამბობს.
კიევიდან ვარშავაში ჩასულმა ჯო ბაიდენმა პირდაპირ თქვა, რომ პუტინის ტირანიის წინააღდმეგ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება, ამ პროცესში კი ერთიანობა გადამწყვეტია.