ჯეიმს ბონდი იყო აგენტი 007 - ტერმინების განმარტება კობახიძისგან
ჯეიმს ბონდი იყო აგენტი 007 და ინგლისურადაც ესეა. მე პირადად მომწონს ეს ტერმინი - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის ირგვლივ არსებულ უკმაყოფილებას.
ირაკლი კობახიძის თქმით, ,,ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, საუბარია მხოლოდ სუბიექტების გარკვეულ წრეზე და მკაფიო კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც ეს წრე განისაზღვრება.
სინამდვილეში საუბარია იმაზე, რომ თუ რომელიმე საგარეო ძალა, უცხო ძალა, უცხო წარმომადგენელი დებს ფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციაში და ეს ფინანსები აღემატება ამ ორგანიზაციის დაფინანსების 20 პროცენტს, ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია ვალდებულია, გამჭვირვალე გახადოს თავისი ფინანსები, ეს არი ამ კანონპროექტის არსი. მიზნი არის იგივე, რაც აქვს მას აშშ-ში, ოღონდ ამ მიზნის მიღწევა ხდება პროპორციული ზომებით.
ამერიკაში სიტყვა აგენტი გამოიყენება ჯაშუშის მნიშვნელობით, მაგრამ არა კანონმდებლობაში"- განაცხადა "ოცნების" თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში ტერმინს აქვს ორმაგი გამოყენება. მმართველი პარტიის ლიდერი დღეს შეეცადა "აგენტისა" და "ჯაშუშის" მნიშვნალობა განემარტა:
ამერიკის შეერთებულ შტატებში აგენტი ნიშნავს მათ შორის აგენტს ვიწრო გაგებით, ანუ ჯაშუშის გაგებით. ჩვენი კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისგან აგენტს და ჯაშუშს, აშშ-ის კანონმდებლობაშიც იგივეა, მაგრამ ამერიკაში სიტყვა აგენტი გამოიყენება ჯაშუშის მნიშვნელობით, ოღონდ არა კანონმდებლობაში, მაგალითად, ჯეიმს ბონდი იყო აგენტი 007, ინგლისურადაც ასეა. ჩვენი კანონმდებლობა მიჯნავს აგენტს და ჯაშუშს, ჯაშუშის საქმიანობა არის დასჯადი...
მე მომწონს ეს ტერმინი, ოღონდ ვთქვით ჩვენ, რომ რა თქმა უნდა, დეტალებზე დისკუსია გაგრძელდება, როგორც ტერმინებზე, ასევე სხვა საკითხებზე" - აცხადებს კობაზიძე.