სააკაშვილის ოჯახი კორუმპირებული და ღირსებისგან დაცლილია - ირაკლი კობახიძე

22.02.23 14:12
სააკაშვილის ოჯახი კორუმპირებული და ღირსებისგან დაცლილია - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ოჯახს კორუმპირებულს  და ღირსებისგან დაცლილს უწოდებს.

"ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, ოჯახს მესამე პრეზიდენტთან სათანადო კალორაჟის საკვები არ მიაქვთ.

"როდესაც მისივე ოჯახი ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც, პოტენციურად შეიძლება ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას, იმიტომ, რომ წონაში იკლებს, ეს უბრალოდ გამაოგნებელია. აქედან ჩანს რა ოჯახთან გვაქვს ჩვენ საქმე, ზოგადად, ეს არის კორუმპირებული ოჯახი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ოჯახის თითქმის ყველა წევრი იყო ჩართული კორუფციულ საქმიანობებში, სააკაშვილის ოჯახს აქვს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე. ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახი და ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები, ეს უბრალოდ კატასტროფაა", - ამბობს კობახიძე. 

 

მსგავსი სიახლეები