ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ბელარუსმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს - კობახიძე

22.02.23 14:16
ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ბელარუსმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ბელარუსმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მინსკში ვიზიტს გმობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სტატუსკვოს შენარჩუნება. 

ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ასეთ "ვიზიტს" ეს არის ჩვენი პოზიცია. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ის სტატუსქვო, რომელიც არის არღიარების კუთხით. ბელარუსი დღემდე არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სტატუსკვოს შევინარჩუნოთ . 

ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ამის საპირისპიროდ მოქმედებს, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რამენაირად ბელარუსმა აღიაროს ე,წ. დამოუკიდებლობა, ამისთვის ითხოვენ სანქციების დაწესებას ფრენებთან მიმართულებით, ზოგადად ბელარუსთან დაკავშირებით, ასეთ პროვოკაციებში არ ავყვებით, - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები