კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორი ბზარი გაჩნდა, ისინი კიდევ უფრო დაჭამენ ერთმანეთს - კობახიძე

22.02.23 14:24
კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორი ბზარი გაჩნდა, ისინი კიდევ უფრო დაჭამენ ერთმანეთს - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორის პირველი ბზარი უკვე გაჩნდა.

კობახიძის თქმით, მერაბიშვილი და კეზერაშვილი კიდევ უფრო მეტად დაჭამენ ერთმანეთს.

მისივე განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს ფორმალური თავმჯდომარეა და მას არავინ არაფერს ეკითხება.

„ყველამ ვიცით, რომ ხაბეიშვილი არის ფორმალური თავმჯდომარე. რეალურად კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ პროცესებს - კეზერაშვილი საზღვარგარეთიდან, მერაბიშვილი ქვეყნის შიგნით და მათ შორისაც გაჩნდა პირველი ბზარი. ამაზე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია. ანუ, მერაბიშვილსაც უნდა, რომ უფრო მეტად მოძლიერდეს და ეს პატარ-პატარა დაპირისპირებები და ა.შ., რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამოვლინებაა. კიდევ უფრო მეტად დაიშლებიან ისინი, კიდევ უფრო მეტად გაიყოფიან. ამ გავლენისთვის ბრძოლაში ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან, ასე ვთქვათ. კარგია, კარგია ძალიან ეს პროცესი,“ - განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები