დიდი სამზადისი 24 თებერვლის აქციისთვის - უკრაინის მხარდამჭერ აქციამდე ზუსტად ორი დღეა დარჩენილი

22.02.23 14:29
დიდი სამზადისი 24 თებერვლის აქციისთვის - უკრაინის მხარდამჭერ აქციამდე ზუსტად ორი დღეა დარჩენილი

დიდი სამზადისი 24 თებერვლის აქციისთვის - უკრაინის მხარდამჭერ აქციამდე ზუსტად ორი დღეა დარჩენილი.

24-ში 19:00 საათზე ოპოზიცია ყველას რუსთაველის გამზირზე ელოდება. აქციის მთავარი მიზანი უკრაინის სოლიდარობა და ქართული ოცნების რუსული პოლიტიკის გაპროტესტებაა.

აქციაზე მისვლას მთელი ოპოზიციური სპექტრი აანონსებს. 

აქციამდე 2 დღით ადრე, კი ლიდერები არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. 

გვაქვს საკმაოდ დიდი საორგანიზაციო ჯგუფი ჩამოყლიბებული, გეგმის დეტალები თანხმდება საორგანიზაიო ჯგუფში ამ ყველაფერს 24 თებერვალს ნახავთ, მთავარია, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ მივცემთ ,,ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას, საქართველომ გდაუხვიოს ევროპული ინტეგრაციის გზას და 24 თებერვალს მე ასევე ვეძახი ღირსების აღდგენის დღეს. რადგან  ჩვენი ღირსება ,,ქართულმა ოცნებამ“ შეურაცხყო, საკუთარი დამოკიდებულებით უკრაინასღან მიმართებაში, იცით, რომ არ ჩადიან რადაში, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

ზურა გირჩი ჯაფარიძე ამბბს, რომ ქართველმა ხალხმა ნათლად უნდა აჩვენოს მსოფლიოს, რომ "ნათელ მხარეს" დგას. 

ზეპარტიული ამბავია, 24 თებერვალი არის თარიღი. რომელმაც სამყარო ორად გაყო, კეთლად და ბოროტად და ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ქართველები, მიუხედავად ჩვენი მთავრობის რაერთი მცდარი პოზიციისა თუ განცხადებისა ვდგავართ კეთილისა და სინათლის მხარეს. ეს არის ამ აქციის მოკლე შინაარსი, რადგან ეს არ არის პარტიული აქცია. რაც შეეხება შემდგომ გეგმებს, ამაზე ვისაუბრებთ აქციის შემდგომ, - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, "24 თებერვალი საქართველოში ევროპულ პოლიტიკურ სპექტრსა და ოპოზიციას სახალხო მხარდაჭერის ძალიან კარგ მანდატს მისცემს". 

24 თებერვალი უნდა იყოს პასუხი მთელი მოღალტური პოლიტიკის, რასაც საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ახორციელებს - ამბობს პოლიტიკოსი. 

"დროას" წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლებს აქციის გეგმა და შინაარსი გააცნეს: 

შეხვედრა გავმართეთ საქართვველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებთან, საელჩოებთა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და გავაცანით 24 ღებერვლის აქციის გეგმა, მისი შეინაარსი, სცენარი და ა.შ. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არის უკრაინის სოლიდარობის გარშემო მიმდინარე პროცესი, - აღნიშნა გიგა ლემონჯავამ. 

მსგავსი სიახლეები