ოფიციალური ვიზიტი დაწყებულია - "ლელო" კიევშია
უკრაინაში ოპოზიციის ოფიალური ვიზიტი დაწყებულია. მეორე დღეა პარტია "ლელოს "წევრები ომში მყოფ ქვეყნაში იმყოფებიან.
კიევში ოპოზიციური პარტიის ლიდერები კონკრეტული გზავნილებით ჩავიდნენ. ომის წლისთავთან დაკავშირებით ზელენსკის ხელესუფლებამ იქ ოპოზიციასთან ერთად "ქართული ოცნებაც " მიიწვია, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლება კიევში არ ჩავიდა.
ლელოს" წერვები 24 თებერვალს რადაში საგანგებო სხდომას დაესწრებიან, მანამდე კი ისინი შეხვედრებს უკრაინელ მაღალჩინოსნებთან და ანტიკორუფციულო სააგენტოს წევრებთან გამართავენ.
ჩვენი ვიზიტის მიზანია, რომ ვიყოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად რუსეთის აგრესიის ერთი წლის თავზე იმისთის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ჩანიშნული შეხვედრები მმართელი პარტიის ხელმძღვანელობასთან. კიდევ ერთხელ განვიხილავთ მათთან ერთად საქართველოს და ურკაინის მაქსიმალურად დაახლოების გზები იმისთის, რომ საქართველო და უკრაინა ერთად გახდეს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ასევე ცნობილია, რომ კიევში ომის წლისთავთან დაკავშრებით ჩასვლას სხვა ოპოზიციური პარტიებიც გეგმავენ. "პირველები" რადაში გამართულ შეხვედრას გააშუქებს და ქართულ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მხარეთა კომენტარები პირველმა მოისმინოს.