დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა, პარლამენტში ოპოზიციის ხმა ისმოდეს - გოცირიძე
რომან გოცირიძე, რომელმაც პარტია "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე დღის წინ დატოვა, მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ბოიკოტის დრო არ არის. ოპოზიციის წევრის თქმით, პარლამენტში ოპოზიციის ხმა უნდა ისმოდეს.
ეს კანონი აგენტების შესახებ არის კატასტროფა. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თუნდაც ერთჯერადად ამ პროცესში ჩაერთვება, მათ შორის, საკომიტეტო განხილვებში, მათ შორის, პლენარულ განხილვაშ იქნება სწორი. საკომიტეტო საქმიანობა უნდა გააგრძელოს მაინც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ , ვინაიდან დღეს, როგორც არასდროს საჭიროა, ოპოზიციის გაერთიანებული ძალების ყოფნა პარლამენტში და რომ ისმოდეს ოპოზიციის ხმა, - თქვა გოცირიძემ.