ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახია - გახარია
"საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი"- ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მინსკში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრას.
გახარია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებით მოქმედებისკენ მოუწოდებს:
ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით, შეწყვიტოს საქართველოს ნამდვილი მეგობრების მტრებად შერაცხვა და დაუყოვნებლივ მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება"- წერს გახარია twiter-ზე.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ვიზიტი ბელარუსში გუშინ შედგა , შეხვედრაზე ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ "აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".
ამასტან, ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს, ალან გაგლოევს შეხვდება.