მნიშვნელოვანია, განხილვებში მივიღოთ მონაწილეობა - დეკანოიძე რუსულ კანონზე
საპარლამენტო ბოიკოტის საკითხი ენმ-ში ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამის მიუხედავად, პარტიის წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პარტია პარლამენტში უნდა დარჩეს და "ხალხის ძალის" რეპრესიული კანონპროექტის განხილვაშიც მიიღოს მონაწილეობა.
დეკანოიძე იმედოვნებს, რომ ბოიკოტის საკითხი პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდება.
ეს კანონმდებლობა მათ კი არ სჭირდებათ ნამდვილად იმისთვის, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო ჩარჩოში ვინმე მოაქციოს. ეს კანონმდებლობა მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ნამდვილად რეპრესიული მექანიზმები შემოიტანონ არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა არგუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს და ძალიან ბევრი არგუმენტი გვაქვს, ზუსტად ამ არგუმენტებით, მათ შორის, განხილვებში მივიღოთ მონაწილეობა. ვერ გეტყვით, როგორ გადაწყდება, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საკითხი გადაწყვდება პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, - თქვა დეკანოიძემ.