ფრთხილი სიმშვიდე - რა ხდება კიევში პუტინის ომის წლისთავზე (ფოტოამბავი)

22.02.23 16:01
ფრთხილი სიმშვიდე - რა ხდება კიევში პუტინის ომის წლისთავზე (ფოტოამბავი)

"ფრთხილი სიმშვიდე"- ასე შეიძლება აღწერო, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის წლისთავზე კიევში არსებული სიტუაცია. 

"ტვ პირველის" რეპორტიორი ადგილიდან იტყობინება, რომ უკრაინის დედაქალაქში "ფრთხილი სიმშვიდეა".

ხალხი ქუჩაში გადაადგილდება, თუმცა მოსალოდნელ საფრთხეს ყველა აცნობიერებს. 

კიევში სიმშვიდეა, თუმცა რუსეთის ძალები არტილერიით და საჰაერო დარტყმებით ფრონტის ხაზს უტევენ. 

დონეცკსა და ლუგანსკში მძიმე დაბომბვებია, თუმცა უკრაინის არმია პოზიციებს ინარჩუნებს. მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტში, ლიმანსა და ავდეევკაში. 

 

მსგავსი სიახლეები