"ვივა მედი" სააკაშვილის მოსალოდნელ სიკვდილზე პასუხისმგებლობას აცილებას ცდილობს - ხაჭაპურიძე

22.02.23 16:13
"ვივა მედი" სააკაშვილის მოსალოდნელ სიკვდილზე პასუხისმგებლობას აცილებას ცდილობს - ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი კობახიძის სკანდალურ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან მისი თქმით, "ოცნების" თავმჯდომარე მის განცხადებებში დამოუკიდებელი არ არის და კრემლიდან იმართება.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ "ვივა მედში" გაკეთებულ განცხადებებს, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ საქართველოს მხარემ სტრასბურგის სასამართლოსგან ვალდებულება აიღო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს  კალიფორნიიის ჯანდაცვის სისტემის გაიდლაინებით უმკურნალებდნენ, რაც დღემდე არ სრულდება.

ამიტომაც ადვოკატი ზურაბ ჩხაიძეს ურჩევს ამაზე ილაპარაკოს და არა "რაღაც სისულელეებზე".

ხაჭაპურიძის თქმით, "ვივა მედი" სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში ცდილობს, რომ თავიდან პასუხისმგებლობა აირიდოს. 

ირაკლი კობახიძის აზრი არ მაინტერესებს, მაინტერესებს, მარია ზახაროვა რას იტყვის. ეს ხალხი დამოუკიდებლები არ არიან და გადაწყვეტილება ამის შესახებ როგორც ჩანს, მიიღება კრემლის კაბინეტებში. ამიტომ ირაკლი კობახიძის ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ვალდებულება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეკისრება პენიტენციურს, "ვივა მედს" და ყველა იმ ექიმს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მის მკურნალობაში. 

აქ კონკრეტულად, საუბარი შეიძლება იყოს სამსახურეობრივ დაუდევრობაზე, გულგრილობაზე, რასაც განზრახ მიჰყავს პაციენტი ჯანმრთელობის მძიმე მდგოამრეობამდე. თუ ასეთი სიტუაციაა და სააკაშვილი განზრახ არ იღებს საკვებს, რა ზომებს იღებს მაშინ კლინიკა, რომ ეს ასე არ მოხდეს? 

საქართველოს მხარემ აიღო ვალდებულება სტრასბურგის სასამართლოსგან, რომ სააკაშვილს უმკურნალებდნენ კალიფორნიიის ჯანდაცვის სისტემის გაიდლაინებით, რაც დღემდე არ სრულდება. ამაზე ილაპარაკოს ზურაბ ჩხაიძემ და არა რაღაც სისიულელეებზე. 

ასევე სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებზე გააკეთა ზურაბ ჩხაიძემ სრულიად ტყუილი განცხადება. კონსილიუმის ექიმებმა თქვეს, რომ არ გავაკეთებთ დასკვნას სააკაშვილზე, სანამ არ მივიღებთ ავადმყოფობის ისტორიასო. 

ეს, რაც დღეს მოხდა, ემსახურება ორ მიზანს. პირველი - თუ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე ან განხილვისას გარდაიცვლება, ისინი ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა აირიდონ. გარდა ამისა, ცდილობენ შექმნან მტკიცებულება, თუ ეს საქმე საქართველოს ფარგლებს გარეთ გავა, რომ აი,ჩვენ ვაკეთებდით ამ ტიპის განცხადებებს", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 

"ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა დღეს თქვა, რომ კლინიკა ყველაფერს აკეთებს სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, თუმცა ჩხაიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი ამაში ხელს არ უწყობთ.

მსგავსი სიახლეები