ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე - სააკაშვილი "ვივა-მედის" ექიმებს აკრიტიკებს

22.02.23 16:27
ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე - სააკაშვილი "ვივა-მედის" ექიმებს აკრიტიკებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივა-მედის" ექიმებს ტყუილში ადანაშაულებს. მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან გავრცელელებულ მიმართვაში წერს, რომ ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ მისი სიტუაცია მძიმეა, სწრაფად უარესდება და კლინიკა პრაქტიკულად ვერაფერს აკეთებს. 

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ "ვივა მედში"  მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე უარი თქვეს. 

კლინიკა ვივა-მედის ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს.  დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი.

ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე.
არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე!

მინდა  მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა და ყველა პუტინისტის აღსასრულს.
მინდა მივმართო ოლიგარქის გოშიას 1 მილიონი კი არა 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდიდით ადვოკატების ხარჯებისთვის დასაფარად.

სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში. 
ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ "პარლამენტარები", "ჟუნალისტები" ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს,
არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება"- წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები