ხელოვნურად ნუ დაამძიმებთ მოწმის ემოციურ მდგომარეობას - ბადრი ესებუა სასამართლოზე
შეძლებს თუ არა პოკურატურა ბადრი ესებუასთვის დანაშუალის დამტკიცებას? - სასამართლო სხდომაზე ,,საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ საქმის პროკურორებს მიმართა და მოუწოდა მათ ხელოვნურად ნუ დაამძიმებენ მოწმის ემოციურ მდგომარეობას.
,,ეს მოწმე რომ დავინახე, ძალიან დადებითი ემოციითაა და პროკურორები ცდილობენ, რაღაცნაირად დაამძიმონ, ერთი ორჯერ შევნიშნე და მე ვფიქრობ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ემოციებს“,- აღნიშნა ესებუამ.
ესებუას ამ განცხადების შემდეგ ბრალდების მხარემ სასამართლოს მოწმეების მოხსნის შუამდგომლობით მიმართა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოწმეების დაკითხვა გრძელდება.
ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.