ნაციონალური მოძრაობა 24 თებერვალს უკრაინაში ჩავა

22.02.23 16:36
ნაციონალური მოძრაობა  24 თებერვალს უკრაინაში ჩავა

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა 24 თებერვალს უკრაინაში ჩავა. პარტიის წევრები უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. 

"კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ვეტყვით ჩვენს უკრაინელებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნება, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და იქნება ბოლომდე, მასთან ერთად ამ ბრძოლაში", - განაცხადა წითლიძემ. 

ოპოზიციონერის თქმით, უკრაინაში მიწვევა საქართველოს ხელსიუფლებამაც მიიღო, თუმცა "რუსულმა ოცნებამ" უარი თქვა:  

"რუსულმა ოცნებამ უარი თქვა უკრაინის მოწვევაზე. მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს არის უკრაინასთან და მაშინ, როდესაც უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლა ასევე არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაც, რუსულმა ოცნებამ ამით კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის გულშემატკივრობს არა უკრაინის გამარჯვებას, არამედ არის მტრის, რუსეთის მხარეს.

ამ უარით რუსულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მიყვება გეგმაზომიერ გეგმას, რაც ნიშნავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული ღირებულებებისგან და ევროპული ოჯახისგან. ამ უარით რუსულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის არის რუსული ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში", - თქვა წითლიძემ.

კიევში უკვე იმყოფება "ლელოს" დელეგაცია. 24 თებერვალს უკრაინაში ჩაბვა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარიაც. 

თბილისში კი სოლიდარობია აქცია გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები