უკვე პირდაპირ დაგვიანონსეს მიშას მკვლელობა - სააკაშვილის ძმა

22.02.23 17:05
უკვე პირდაპირ დაგვიანონსეს მიშას მკვლელობა - სააკაშვილის ძმა

მიხეილ სააკაშვილის ძმა ამბობს, რომ კლინიკა "ვივა მედმა" პირდაპირ დააანონსა მესამე პრეზიდენტის მკვლელობა და ამ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ოჯახს დააკისრა.

უკვე პირდაპირ დაგვიანონსეს მიშა სააკაშვილის მკვლელობა. ოჯახს აგუებენ, რომ ჩვენი ბრალია, მიშა რომ ამ დღეშია. არსებულმა ხელისუფლებამ კარგად გაითავისოს, რომ კი არ ჭამს, ვერ ჭამს. საქართველოს მთავრობამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაითავისოს, რომ რაც არ უნდა იძახონ, რომ სააკაშვილი რიგითი პატიმარია, ეს ასე არ არის, ის არის პუტინის პირადი ტყვე. აქ საქმე არის უკვე შეკვეთილ მკვლელობაზე, თუნდა ქალბატონი ზახაროავს გუშნწინდელი განცხადება გავიხსენოთ, როდესაც მან თქვა, რომ ზელენსკის იგივე ბედი ელოდება, რაც მიშა სააკაშვილს", - ამბობს გიორგი სააკაშვილი.

ტყუილში ადანაშაულებს "ვივა მედის" ექიმებს მესამე პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან გავრცელელებულ მიმართვაში წერს, რომ ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ მისი სიტუაცია მძიმეა, სწრაფად უარესდება და კლინიკა პრაქტიკულად ვერაფერს აკეთებს. 

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ "ვივა მედში"  მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე უარი თქვეს. 

მსგავსი სიახლეები