ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავეებმა პასუხი აგონ - ღარიბაშვილი

22.02.23 17:10
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავეებმა პასუხი აგონ - ღარიბაშვილი

"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა"- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი. 

ირაკლი ღარიბაშვილი  საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 5 წლის თავს ეხმიანება: 

დღეს 5 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან.

სამშობლოსათვის გმირული თავდადებით არჩილმა ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს.

ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მის ნათელ ხსოვნას.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა"- წერს ღარიბაშვიოლი. 

მსგავსი სიახლეები