"ოცნებისგან განსხვავებით, ჩვენ მონების პარტია არ ვართ" - ენმ-ში დაპირისპირებას არ ადასტურებენ
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებას არ ადასტურებენ - ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ახალი განხეთქილების შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა და თქვა, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის დაპირისპირების შესახებ აქვს ინფორმაცია.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ურჩევს, საკუთარ პარტიას მიხედოს.
ოპოზიციონერის თქმით, კობახიძემ "მორიგი სისულელე გაავრცელა".
"ბატონ კობახიძეს ურჩევნია, მიხედოს საკუთარ პარტიას. ვერასდროს გაიგებს, რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, ძალიან მარტივი მიზეზის გამო - "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, "ნაციონალური მოძრაობა" არ არის მონების პარტია და ტელევიზიით არ ვიგებთ, ვინ ხდება ჩვენი პარტიის თავმჯდომარე"- თქვა ანა წითლიძემ.