ოლიგარქის გოშია - სააკაშვილი კობახიძეზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებას პასუხობს და ირაკლი კობახიძეს "ოლიგარქის გოშიას" უწოდებს.
მინდა მივმართო ოლიგარქის გოშიას 1 მილიონი კი არა 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდიდით ადვოკატების ხარჯებისთვის დასაფარად"- დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში.
ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ "პარლამენტარები", "ჟუნალისტები" ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება"- ამბობს სააკაშვილი.
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ოჯახს კორუმპირებულს და ღირსებისგან დაცლილს უწოდებს.
"ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, ოჯახს მესამე პრეზიდენტთან სათანადო კალორაჟის საკვები არ მიაქვთ.