ექიმები მკვლელობის თანამონაწილეები ხდებიან - სააკაშვილი პირველად "ვივამედის" მედიკოსებს დაუპირისპირდა

22.02.23 20:00
ექიმები მკვლელობის თანამონაწილეები ხდებიან - სააკაშვილი პირველად  "ვივამედის" მედიკოსებს დაუპირისპირდა

მიხეილ სააკაშვილი პირველად კლინიკა "ვივამედის" მედ პერსონალს დაუპირისპირდა. მესამე პრეზიდენტმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ დღეს უმწვავესი წერილი გამოაქვეყნა და ირაკლი კობახიძეს ოლიგარქის გოშია ეძახა. 

"ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე" - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდენ გამოგზავნილ უმწვავეს წერილში.

სააკაშვილი, რომელიც ამ თვეების განმავლობაში სიფრთხილეს იჩენდა, დღეს პირდაპირ ამბობს, რომ კლინიკაში მას არ მკურნალობენ და ექიმებიც "მკვლელობის თანამონაწილეები ხდებიან". 

"არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე" -  ასე უპასუხა მედიკოსების  ბრალდებებს სააკაშვილმა პალატიდან. პატიმარი პრეზიდენტი  "ვივა მედის" ექიმებს ტყუილში ამხელს. მედიკოსების დღევანდელი განცხადება კ , რამდენიმე საათში "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური ბრალდებების იარაღად იქცა. კობახიძე დღეს მესამე პრეზიდენტის ოჯახის ლანძღვაზე გადავიდა და შვილის კრიტიკულ მდგომარეობაში პასუხისმგებლობა გიული ალასანიას დააკისრა. 

საქმე რომელმაც დღეს თავიდან იფეთქა! - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები