სასამართლოდან პირდაპირ ფსიქიატრიულში - ბანკის ძარცვის ხმაურიანი პროცესის დეტალები

22.02.23 19:43
სასამართლოდან პირდაპირ ფსიქიატრიულში - ბანკის ძარცვის ხმაურიანი პროცესის დეტალები

სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ ფსიქიატრიულში - ბადრი ესებუა უახლოესი 20 დღე ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშ იქნება. სწორედ მათ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, გამოაცხადებენ თუ არა ცნობილ მძარცველს შეუარაცხადად. ადვოკატებისა და თავად ბრალდებულის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ესებუა გამოსაკვლევად სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს გადააბარა. 

დღევანდელი პროცესი კი პროკურატურისთვის მძიმე აღმოჩნდა. ვერც ერთმა მოწმემ ესებუა ვერ ამოიცნო. მძევლები განსასჯელის წინააღმდეგ ჩვენებას არ აძლევენ. ვითარება დარბაზში იმდენად დაიძაბა, რომ თავად ბადრი ესებუამ თხოვა მოსამართლეს, რომ  მოწმეებზე ემოციური ზეწოლა შეეწყვიტათ. "საქართველოს ბანკის"  მძევლები დეტალურად იხსენებენ ზუგდიდის ფილიალში გატარებულ  მძიმე დღეს, თუმცა ბადრი ესებუას ხელი ვერავინ დაადო.

რატომ ვერ მისცეს მოწმებებმა ჩვენება აესებუას წინააღმდეგ და რა თქვა თავად ბრალდბეულმა - ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის სიუჟეტში

 

მსგავსი სიახლეები