სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინას - მსოფლიო ლიდერები კიევში იკრიბებიან

22.02.23 20:18
სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინას - მსოფლიო ლიდერები კიევში იკრიბებიან

მსოფლიო ლიდერები კიევში იკრიბებიან. რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე,   პოლიტიკოსები ცივილიზებული ქვეყნებიდან უკრაინაში სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატად ჩადიან.   24 თებერვალს  რადაში საგანგებო სხდომის შემდეგ, დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან ბუჩასა და ირპენში ჩავლენ, იქ სადაც რუსეთმა ომის უმძიმესი დანაშაულებები ჩაიდინა. 

უკრაინელების მხარდამჭერთა შორის არ იქნება  საქართველოს მმართველი პარტიის არცერთი წარმომადგენელი, თუმცა ქართველი ხალხის გზავნილს უკრაინას ოპოზიცია გადასცემს.

"ლელოს" ლიდერები უკვე კიევში არიან და  შეხვედრებს მართავენ. რა ხდება უკრაინის დედაქალაქში და ვის შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერები? გაიგეთ რუსუდან დუმბაძის ჩართვიდან

 

მსგავსი სიახლეები