მსოფლიოს დღის წესრიგიდან გამქრალი ქვეყანა - მადლობა დაიმსახურა ყველამ, მაგრამ არა საქართველომ

22.02.23 19:52
მსოფლიოს დღის წესრიგიდან გამქრალი ქვეყანა -  მადლობა დაიმსახურა ყველამ, მაგრამ არა საქართველომ

მსოფლიოს დღის წესრიგიდან გამქრალი საქართველო - შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვრცელ სიტყვაში მადლობა დაიმსახურა ყველამ - პოლონეთმა, მოლდოვამ, ბელორუსის ოპოზიციამ, მაგრამ არა საქართველომ. ჩვენი ქვეყანა ვერ მოხვდა იმ სახელმწიფოების  ჩამონათვალში, რომლებიც  დასავლური ღირებულებებისთვის იბრძვიან. ექსპერტების თქმით, ეს იყო პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლელი პარტნიორების იმედი ვერ გაამართლა. 

პარტნიორებისგან დავიწყებული ქვეყნის ხელისუფლება თავს იმართლებს.  ივანიშვილის 10 წლიანი მმართველობის შემდეგ, საერთაშორისო რადარებიდან გამქრალი  ქვეყნის მმართველები ისევ დასავლეთისკენ იშვერენ ხელს.  "საქართველო იმიტომ ვერ მოხვდა ბაიდენის სიტყვაში, რომ ქართულმა ოცნებამ ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი მშვიდობაზე გააკეთა" - ეს არის მმართველი გუნდის მთავარი არგუმენტი.

მსგავსი სიახლეები