დაისჯება თუ არა გახარია ივანიშვილის კრიტიკის გამო?- ოლიგარქზე თავდასხმა შესაძლოა, ექსპრემიერს ციხის ფასი დაუჯდეს

22.02.23 20:30
დაისჯება თუ არა გახარია ივანიშვილის კრიტიკის გამო?- ოლიგარქზე თავდასხმა შესაძლოა, ექსპრემიერს ციხის ფასი დაუჯდეს

დაისჯება თუ არა გიორგი გახარია ივანიშვილის კრიტიკის გამო? ოლიგარქზე თავდასხმა შესაძლოა, ექსპრემიერს  ციხის ფასიც კი  დაუჯდეს. გომელაურმა გახარიას პარლამენტიდან შემოუთვალა, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინ არ არის.

 ჩნდება კითხვა - ჩამოიღებენ თუ არა თაროდან გახარიას წინააღმდეგ შემოდებულ საქმეებს?  

პოლიტიკური ანგარიშსწორება "ოცნებისგან" გახარიამ ერთხელ უკვე მიიღო, როცა ექსპრემიერის წინააღმდეგ ე.წ კოკაინშიკის შავი კამპანია ააგორეს.

გახარიას გუნდში ახლა ნებისმიერი სცენარის განვითარებას ელოდებიან,  მით უმეტეს,რომ ექსპრემიერი გაჩუმებას არ გეგმავს და კიდევ  ბევრი რამის თქმას აანონსებს. მანამდე კი დროს არ კარგავს    კობახიძე, რომელიც გახარიასთან პოლიტიკურ  ომში პირველ ხაზზე დგას. "კერკეტი კვერცხის" შემდეგ  კობახიძისთვის გახარია "უინტერესო და საცოდავი" კაცია.

 ჩამოიღებენ თუ არა თაროდან გახარიას წინააღმდეგ შემოდებულ საქმეებს? - ვრცლად, ინა ცარციძის რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები