სრულად დამოკიდებული რუსეთზე - ოკუპანტი ქვეყნიდან ფულადი გზავნილები კოლოსალურად იზრდება
სრულად დამოკიდებული რუსეთზე - თვიდან თვემდე ოკუპანტი ქვეყნიდან ფულადი გზავნილები კოლოსალურად იზრდება, ტურიზმისა და საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი - 3.6 მილიარდი დოლარი, რაც 1 წინა წელთან შედარებით 3-ჯერ მეტია.
რა საფრთხეა ეს ქვეყნისთვის? ტრადიციულად ოკუპანტი ქვეყანა ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ახლა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს, რომ შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება მოხდეს.