ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში გაემგზავრა და ერდოღანს შეხვდება

23.02.23 10:32
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში გაემგზავრა და ერდოღანს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დელეგაციასთან ერთად წავიდა.  

ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, პრემიერი მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ.

ღარიბაშვილთან ერთად თურქეთში გაემგზავრნენ: შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.

მსგავსი სიახლეები