"ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ" - ბესელია კობახიძის სამედიცინო შემოწმებას და სამკურნალოდ უკრაინაში გაშვებას ითხოვს

23.02.23 10:40
"ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ" - ბესელია კობახიძის სამედიცინო შემოწმებას და სამკურნალოდ უკრაინაში გაშვებას ითხოვს

ეკა ბესელიას კობახიძის ბრალდებებს პასუხობს, რომელიც "ოცნების" თავმჯდომარემ "ტვ იმედის" ეთერში თქვა.

ბესელია კობახიძის სამედიცინო შემოწმებას და სამკურნალოდ უკრაინაში გაშვებას ითხოვს, ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურებას კი საკუთარ თავზე იღებს.

ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ. რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს.

 პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა  და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით და მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა!

 საბრალოა ეს პოლიტიკური ზომბი და მართლა მებრალება  ქვეყანას რომ არ მტრობდეს….

 ნაზი , აკანკალებული ხმით რომ  აბედნიერებს ტელე იმედის წამყვანებს , მე კი სულ ის კადრი მიდგას თვალწინ - ბოდიში რომ მოახდევინა ივანიშვილმა უამრავი ადამიანის თანდასწრებით  და  მორჩილად თავდახრილი იჯდა … 

 აი როგორ შეიძლება კობახიძის ნათქვამზე ან გაბრაზდე ან გეწყინოს …
 უნდა შემოწმდეს , რომ სამკურნალოდ უკრაინაში გავუშვათ.

პ.ს სირცხვილი მაგდა ანიკაშვილი და გიორგი ფუტკარაძე 
აი თქვენ კი ჭაობში ხართ!", - წერს ბესელია.

აგენტებად გამოცხადების სერია "ქართულ ოცნებაში" - ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" დამფუძნებლების და ვეტერანი წევრებიის აგენტებად შერაცხვა დაიწყო. პარტიის მოქმედი თავმჯდომარის მტკიცებით, ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი, კახა ოქრიაშვილი და ვანო მერაბშვილის აგენტები იყვნენ. 

 

მსგავსი სიახლეები