კობახიძე: ბესელია, ხუხაშვილი, ოქრიაშვილი და მერაბიშვილი აგენტები არიან
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბესელიას, ოქრიაშვილს, ხუხაშვილს და მერაბიშვილს ჯაშუშებად მოიხსენიებს. ამის შესახებ მან სამთავრობო არხზე ისაუბრა.
ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები. ავიღოთ, გია ხუხაშვილი, რომელიც დღემდე ბოღმას აფრქვევს ხოლმე და არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. რეალურად, ვისაც უნდა სცოდნოდა, იმან იცოდა საიდან იყო მართული. ის 2013 წელს, მალევე გავუშვით გუნდიდან. საბოლოო ჯამში, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ იყო მართული და ვერც გამოსწორდა. საინტერესო ქეისი იყო ეკა ბესელია. იგივე ვანო მერაბიშვილის მრევლზე ვსაუბრობ ახლა. იყო პროცესები, რომლებშიც ბესელიამ საკმაოდ მძიმე როლი შეასრულა. ეს დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით. განსაკუთრებით მან თავი 2018 წელს გამოავლინა და 2019 წლიდან გუნდში აღარც იყო. გახსოვთ ასევე კახა ოქრიაშვილი. დღეს უკვე ღიად ვანო მერაბიშვილთან არის დაკავშირებული, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვას არის თუ არა აგენტი გიორგი გახარია, კობახიძემ პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა თქვა, რომ ექსპრემიერზე ბევრი რამის თქმა შეიძლება.
გახარიაზე ზოგადად ბევრი რამის თქმა შეიძლება. მაგრამ დღეს ჯაშუშებზე არ ვისაუბრებ, მხოლოდ არაპირდაპირ, ირიბ აგენტებზე მინდა საუბარი, - თქვა კობახიძემ.