"ოცნება" სააკაშვილს ულუფებს უთვლის და პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს - მმართველი გუნდის შეფასებები
სანამ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ახალი განხილვები დაიწყება, "ქართული ოცნება" მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და კვებით ულუფებს პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს.
ირაკლი კობახიძის რიტორიკას მისი თანაგუნდელებიც იმეორებენ. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თითდაზიანების რეჟიმზეა გადასული.
აპრობირებულია მიდგომა, როდესაც კონკრეტული პატიმარი იმის გამო აცხადებს შიმშილობას ან უარს აცხადებს საკვების მიღებაზე ან მცირე დოზით მიღებაზე, თუკი მისი უფლებების დაცვა არის საჭირო და მისი უფლებები არ არის სასთანადოდ დაცული. სააკაშვილი ამას კი არ ამბობს, რომ მცირე დოზით იმიტომ იკვებება, რადგან მისი უფლებებია შელახული, მას აქვს პოლიტიკური მიზანი, რომ როგორმე კანონზე და მართლმსაჯულებაზე მაღლა დადგეს. ერთადერთი, რაც ამ ადამიანმა უნდა გააკეთოს, უნდა ჭამოს ის, რაც მისთვის არის განკუთვნილი". - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
"ოცნების" წვერი გია ცაგარეიშვილი კი აცხადებს, რომ გიული ალსანიას მიერ მიტანილი საკვების კალორაჟით წარმოუდგენელია სააკაშვილმა წონა აკრიფოს.
ცაგარეიშვილი ასევე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტმა 100 ათასობით დოლარი დახარჯა, რომ უცხოელი ექსპერტებს მისთვის მისაღები ვერდიქტები დაეწერათ.
ძალდატანებით ვერავინ ვერავის დააძალებს საკვების მიღებას. მე ის ულუფებიც ვნახე, რაც იყო დღეს მიტანილი მის გამოსაკვებად და, რა ვიცი, წარმოუდგენელია ამ ულუფებით ადამიანმა ის წონა აკრიფოს და იმ წონას დაუბრუნდეს, რაც მის ჯანმრთელობას ხელს შეუწყობს. თქვენ ნახეთ, ხო? იმ მილიონიდან რამდენი იყო ექიმებში დახარჯული. 100 ათასობით დოლარი დაიხარჯა იმისათვის, რომ ექიმებს სწორედ ისეთი ვერდიქტები გამოექვეყნებინათ, როგორიც აწყობდა სააკაშვილის გულშემატკივარს, მის ადვოკატს თუ, როგორც აწყობდა პირადად მიხეილ სააკაშვილს". - ამბობს ცაგარეიშვილი.
გუშინ "ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ოჯახს მიხეილ სააკაშვილისთვის საკმარისი კალორაჟის საკვები არ მიაქვთ.
სწორედ ამაზე საუბრობდა "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.