ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი - გია ხუხაშვილი

23.02.23 11:07
ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი - გია ხუხაშვილი

პოლიტიკოსი გია ხუხაშვილი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს, რომელიც "ოცნების" თავმჯდომარემ "ტვ იმედის" ეთერში გააკეთა.

ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშნდელი გაკეთებული განცხადებების შემდეგ ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი.

ახლა გადავხედე კობახიძის გუშინდელ განცხადებებს ჯაშუშებზე და აგენტებზე.
ასეთი დასკვნა გავაკეთე - ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი. 
თუ ვინმე აქციებს აპირებს, მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს უნდა იყოს", - წერს ხუხაშვილი.

აგენტებად გამოცხადების სერია "ქართულ ოცნებაში" - ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" დამფუძნებლების და ვეტერანი წევრებიის აგენტებად შერაცხვა დაიწყო. პარტიის მოქმედი თავმჯდომარის მტკიცებით, ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი, კახა ოქრიაშვილი და ვანო მერაბშვილის აგენტები იყვნენ. 

მსგავსი სიახლეები