სასაცილოა, ხუხაშვილს კობახიძის გასაშვები არაფერი ჰქონდა - თინა ხიდაშელი

23.02.23 11:16
სასაცილოა, ხუხაშვილს კობახიძის გასაშვები არაფერი ჰქონდა - თინა ხიდაშელი

"ოცნების" ყოფილი წევრები ირაკლი კობახიძის "იმედის" ეთერში გაკეთებულ ბრალდებებს პასუხობს.

თინა ხიდაშელი "ოცნების" თავმჯდომარის განცხადებებს ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ ამგვარი სასაცილო ბრალდებებით ცდილობს კობახიძე ყოფილი თანაგუნდელების განიტრალებს.

ხუხაშვილი პარტიაში საერთოდ არ ყოფილა, დავიწყოთ აქედან და ვერსაიდან ვერ გაუშვებდა. კობახიძის გასაშვები მას არაფერი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ მასთან ურთიერთობაც არასოდეს ჰქონია. საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენები რომ შეექმნებათ, ძალიან სასაცილოა. ბევრნაირი მიზანი შეიძლება იყოს და ხუმრობით მიზანი ის არის, რომ ეტყობა იმდენი ვეძახეთ რუსეთის აგენტები ხართო, გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ამერიკის აგენტები გვეძახონ. სერიოზულად არ შემიძლია მაღტლა. მათ ტყუილებზე ვაპირებ ძალიან სერიოზულად ვილაპარაკო და თუ მედიის საშუალებით მექნება შესაძლებლობა ყოველთვის ავხნა, რატომ არის ტყუილი და რატომ არ არის სიმართლე მთელი ეს დისკუსია, რომლებიც ხელისუფლებამ წამოიწყო ამ კანონთან დაკავშირებით", - ამბობს თინა ხიდაშელი. 

აგენტებად გამოცხადების სერია "ქართულ ოცნებაში" - ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" დამფუძნებლების და ვეტერანი წევრებიის აგენტებად შერაცხვა დაიწყო. პარტიის მოქმედი თავმჯდომარის მტკიცებით, ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი, კახა ოქრიაშვილი და ვანო მერაბშვილის აგენტები იყვნენ. 

მსგავსი სიახლეები