რა საფრთხეებს უკავშირდება რუსული კანონის ამოქმედება - "ლელო" მესამე სექტორს ხვდება
რა საფრთხეებს უკავშირდება რუსული კანონის ამოქმედება - პარტია "ლელო" არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს მართავს. საკითხზე სასაუბროდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში მესამე სექტორის წარმომადგნბელები მიიწვიეს.
30-მდე ქვეყანა ევროკავშირის, რომელთან ერთადაც, ერთის მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანება გინდა, ამ კანონით გამოცხადებულია საქართველოს საწინააღმედგო ინტერესების მოქმედ ქვეყნებად, რომლებიც საქართელოში ხარჯავენ ფულს, აძლევენ ამ ხალხს და კიდევ ძალია ბევრ სხვას იმისთვის, რომ მათ იმუშავონ იმ სახელმწიფოების ინტერესების შესაბამისად და ყურადღება არ მიაქციონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამაზე დიდი დარტყმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძნელად წარმოსადგენია, - ამბობს დავით უსუფაშვილი.
15-მდე გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციაში პირდაპირ ამბობენ, რომ კანონი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, საბოლოოდ დასამარდება ქვეყნის ევროპული მომავალი და კრიტიკული აზრი აღარ იარსებებს.
ასეთი კანონი არ მოქმედებს ევროკავშირის წევრ არცერთ სახლმწიფოში. ევროსაბჭოს სივრცეშ ის მოქმედებს მხოლოდ რუსეთში და ძალიან კარგად ვიცით, როგორ იყო ეს რუსეთში გამოყენებული სამოქალაქო სექტორის ხმის ჩასახშობად და მათ დასახურად. ის პირდაპირ წინააღმდეგობაშ მოდის ადამიანის უფლებებთან, იქნება ეს შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება თუ სხვა უფლებები, - ამბობს „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა ციმაკურიძე.