ევროპის საპარლამენტო დელეგაციები კიევში იკრიბებიან - სად დგას "ოცნება"
კიევი მსოფლიოს პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე საპარლამენტო დელეგაციები მთელი ევროპიდან უკრაინის დედაქალაქში იკრიბებიან.
კიევში არ ჩადიის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ხელისუფლება. ღარიბაშვილმაა ამ დღეს თურქეთში ვიზიტი დაგეგმა. "ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ უკრაინაზე გაბრაზებულია და ომში მყოფ ქვეყანას სოლიდარობას ამიტომ არ გამოუცხადებს.
რადაში დაგეგმილ საგანგებო სხდომამდე ერთი დღით ადრე კიევში საქართველოდან სამი ოპოზიციური პარტიის წევრები იმყოფებიან. „ლელო“ დღეს გმირთა მემორიალს ყვავილებით შემაკობს, რის შემდეგაც კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს შეხვდებიან.
„ლელოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმოამდგენლებს, რომლებსაც ისინი შეხვდნენ, არ დაუმალავთ მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება კიევში უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას არ დაესწრება.
დღეს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, პირველ რიგში, კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან. ჩვენ მას გადავცემთ იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ჩამოვიტანეთ ჩვენი ვიზიტის პირობებში კიევის დასახმარებლად. შევხვდებით ასევე რადაში ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ კლიმპუშს. რადგან ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა ისაა, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ უკრაინასთან ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. თვალნათლივ ჩანს, სად არის საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ისინი არ იქნებიან წარმოდგენილი აქ, უკრაინში, 24-ში დაგეგმილ ღონისძიებაში, - ამბოლბს სალომე სამადაშვილი.
ცნობილია, რომ დღეს კიევში "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჩავა. ვიზიტს გეგმავს "ნაციონალური მოძარობაც".