ჩემს შვილს სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი - ალასანია გორდონთან ინტერვიუში

23.02.23 13:09
ჩემს შვილს სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი - ალასანია გორდონთან ინტერვიუში

საქართველოოს მესამე პრეზიდენტის დამძიმებული  ჯანრმთელობის მდგომაროების შესახებ უკრაინულ მედიას ინტერვიუ გიული ალასანიამ მისცა. სააკაშვილის დედა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან საუბარში პირდაპირ ამბობს, რომ "ვივამედში" გამოკეტილ ყოფილ მთავარსარდალს  სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი და ყოველდღე მისი ოჯახი სასწაულის მოლოდინშია.

ის ახლა ძალიან ცუდადაა, მოწამლეს ციხეში. ეს უკვე დადასტურებულია საუკეთესო ლაბორატორიებში. მას აქვს ინტოქსიკაცია და ეს მძიმე მეტალები უნდა გამოდევნონ ორგანიზმიდან, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ყოველდღე მაღალი სიცხე აქვს, ძვალი და ტყავია დარჩენილი, რადგან კახექსია აქვს. ძალიან რთულია ამის ყურება და მე ყოველდღე სასწაულს ველოდები. მათთვის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ჩემი შვილის გაკეთებულს არანაირი ფასეულობა არ აქვს და პირიქით, ისინი მუშაობენ, რომ სახელმწიფოებრიობა გაანადგურონ. გადაწყვიტეს მოკლან ჩემი შვილი. სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი, თუმცა ძალიან წუხს, რომ არ არის ახლა უკრანაში. ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, რადგან რასაც მე ვხედავ, ის დამოკიდებულია პუტინზე. პუტინს, რა საკვირველია, უხარია, რომ სააკაშვილი ციხეშია. ახლა მძიმე პერიოდი გვაქვს, მაგრამ ჩემი შვილი ოპტიმისტია, აქვს გეგმები და თვლის რომ ყველაფერი დროებითია.- ამბობს ალასანია.

მსგავსი სიახლეები